Georgia TV news report, Sheikha Al-Thani visits Georgia

Georgia TV news report
Sheikha / Sheikha Bint Hamad Bin Jassim Bin Abdullah Al-Thani ( SATUC president and WFUNF Goodwill Ambassador)
visits Georgia

შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანი აჭარაში სასტუმრო ბიზნესით დაინტერესდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ყატარის პრინცესას, შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანის შეხვდა. შეიხა აჭარაში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ფესტივალის საპატიო სტუმრის რანგში ჩამოვიდა. შეხვედრისას არჩილ ხაბაძე სტუმარს რეგიონის კულტურულ, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა. შეიხა ალთჰანი აჭარაში სასტუმრო ბიზნესით დაინტერესდა და გამოთქვა სურვილი სამომავლოდ ამ კუთხით ინვესტიცის განხორციელებაზე. ასევე რეგიონის მთავრობას შესთავაზა 2018 წლის ბავშვთა მსოფლიო საფეხბურთო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება. ამისათვის კი მომავალ წელს რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები მონაკოში მიიწვია, სადაც შეიხა ალთჰანის პატრონაჟით ტრადიციული ყოველწლიური ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანი არის გაეროს მშვიდობის ელჩი და მისი მისიაა სხვადასხვა ქვეყნებში სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჩართულობა სპორტულ სახეობებში.

Share Now

Related Post

Leave us a reply